“ევროპის უნივერსიტეტში” 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებით საჯარო ლექცია – “გმირის თვალით დანახული 9 აპრილი” გაიმართება, რომელსაც ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, 9 აპრილის მონაწილე, პოლიტიკოსი, “ევროპის უნივერსიტეტის“ აფილირებული პროფესორი ირაკლი ბათიაშვილი გაუძღვება.
საჯარო ლექციის ფარგლებში საუბარი იქნება ისეთ თემებზე, როგორიცაა – „მრგვალი მაგიდის გარშემო აღორძინებული ეროვნული მოძრაობა“; „ეროვნული მოძრაობის 5 ლიდერი“; “უიარაღო ბრძოლა წითელი არმიის პირისპირ“; „დიდი ტრაგედია, რომელმაც მოიტანა გამარჯვება და სამშობლოს თავისუფლება“; „თავისუფლებისთვის ბრძოლის შედეგები“.
ასევე ლექციის ფარგლებში მოეწყობა კინოჩვენება და ინტერაქცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართება.
“ევროპის უნივერსიტეტის“ ადმინისტრაციულ კორპუსში, 8 აპრილს, 15:00 საათზე ზურაბ ჟვანიას სახელობის საპარლამენტო დარბაზში ჩატარდება.
1989 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის მოთხოვნით ქუჩაში გამოსულ ქართველებს რუსული ტანკები დაუპირისპირდა.
აქციის დარბევისას გამოყენებულ იქნა მომაკვდინებელი იარაღი: ქიმიური საშუალებები, სასანგრე ბარები, ცეცხლსასროლი იარაღი, ჯავშანტრანსპორტიორები და ტანკები.
საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას მაშინ 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათეულობით დაშავდა, დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით კი 2000-მდე ადამიანი მოიწამლა.