spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ევროპული საბჭო – მასობრივი მკვლელობები ბუჩაში და უკრაინის სხვა ქალაქებში ევროპულ მიწაზე ჩადენილი სისასტიკეების სიაში ჩაიწერება

ევროპული საბჭო მტკიცედ გმობს მხეცობას, რომელიც გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის ქალაქებში ჩაიდინეს, – ამის შესახებ ევროკავშირის უზენაესი პოლიტიკური ორგანოს განცხადებაშია აღნიშნული.

 

“ევროკავშირი უმკაცრესად გმობს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილ სისასტიკეს უკრაინის რიგ ოკუპირებულ ქალაქებში, რომლებიც ახლა განთავისუფლებულია. დიდი რაოდენობით მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვის შემზარავი კადრები, ისევე როგორც სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება, აჩვენებს რუსეთის სასტიკი აგრესიული ომის ნამდვილ სახეს, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინისა და მისი ხალხის წინააღმდეგ. ქალაქ ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში მომხდარი ხოცვა-ჟლეტა ევროპის მიწაზე ჩადენილი სისასტიკეების სიაში ჩაიწერება.

 

ომის დანაშაულების და სხვა სერიოზული დარღვევების ჩამდენნი, ასევე პასუხისმგებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და სამხედრო ლიდერები პასუხს აგებენ. ევროკავშირი მხარს უჭერს ყველა ზომას რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინაში ადამიანის უფლებების დარღვევისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად. პრეზიდენტმა პუტინმა დაუყოვნებლივ და უპირობოდ უნდა შეწყვიტოს ეს ომი”, – აღნიშნულია განცხადებაში. 

 

ბუჩაში ასობით მშვიდობიანი მოქალაქე გარდაცვლილი ნახეს, ცხედრებს წამების კვალი აღენიშნებოდათ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები