რუსეთი ევროპის ყველა ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს . ეს არის კოლექტიური საფრთხე, არ აქვს მნიშვნელობა რა მანძილზეა ევროკავშირის ქვეყანა მოსკოვიდან, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოსტამ განაცხადა.
“ბუნებრივია, რომ რუსეთის მეზობლებს ყველაზე მეტად რუსეთი აწუხებთ – ეს ცხადია. მაგრამ მნიშვნელოვანია, ყველამ გაიგოს, რომ ეს არის კოლექტიური საფრთხე“, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იარაღის შესყიდვა, არამედ წარმოებაც და ამისთვის საჭიროა სამრეწველო და ტექნოლოგიური ბაზის გაძლიერება.
“აღჭურვილობა, რომელიც ახლა გვჭირდება, უნდა ვიყიდოთ იქ, სადაც არის – ევროპაში, სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, შეერთებულ შტატებში თუ თურქეთში”, – განაცხადა კოსტამ.