ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს.
ევროსაბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.
“ევროკავშირი ასევე დაიწყებს მოლაპარაკებებს ბოსნია ჰერცეგოვინასთან, მას შემდეგ, რაც მიაღწევს წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამის აუცილებელ ხარისხებს. ევროკავშირმა მოიწვია კომისია მარტამდე, რათა მოამზადოს ანგარიში ამ გადაწყვეტილების მიღების მიზნით”, – წერს მიშელი.