spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ევროსასამართლო დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე განაჩენს 3 ნოემბერს გამოაცხადებს

ევროსასამართლო დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე საბოლოო განაჩენს 3 ნოემბერს გამოაცხადებს. 

 

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს გიორგი მამალაძის ადვოკატმა კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევის გამო მიმართა. 

 

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის დავით ჯანდიერის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ პასუხი უნდა გასცეს კითხვებს, დაირღვა თუ არა გიორგი მამალაძის უფლება სამართლიან სასამართლოზე და ასევე დაირღვა თუ არა მის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფცია. 

 

“მთელი პროცედურის განმავლობაში გიორგი მამალაძე აცხადებდა, რომ მის ბარგში აღმოჩენილი ციანიდი მას არ ეკუთნოდა. სამივე ინსტანციის სასამართლოს განხილვის მთავარი საკითხი სწორედ ეს იყო. ეს არის პირველი საკითხი, რაზეც არის საჩივარში  მსჯელობა. მეორე საკითხი უკავშირდება იმას, იყო თუ არა მკაცრად აუცილებელი დახურული სხდომების ჩატარება,  იმიტომ რომ  მთელი პროცედურა მიმდინარეობდა საზოგადოებრივი კონტროლის მიღმა.

 

მესამე ძირითადი შეკითხვა მომჩივანის უდანაშაულობის პრეზუმფციას ეხება. სხვადასხვა თანამდებობის პირის იმ განცხადებების გამო, რომელიც გაკეთდა დაპატიმრების შემდეგ“, –  განაცხადა დავით ჯანდიერმა. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები