spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ეზრა ზეია – აშშ ძალზე შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, დეზინფორმაციით

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ეზრა ზეიას განცხადებით, აშშ საქართველოს მთავრობის ანტიდასავლური ქმედებებითა და განცხადებებით “ძალზე შეშფოთებულია”.

 

“მე აქ ვიმყოფები განსაკუთრებულად რთულ დროს, საქართველოს დემოკრატიული გზის თვალსაზრისით. მე შევხვდი პრემიერ-მინისტრს, 2 დღის განმავლობაში დისკუსიები მქონდა: პრეზიდენტთან, ცესკოს თავმჯდომარესთან, პარლამენტის წევრებთან, მასმედიასთან. ჩვენ მათ გადავეცით ამერიკის გზავნილები.

 

პირველი, ძალზე შეშფოთებულია აშშ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით, დეზინფორმაციით, რომელსაც მმართველი პარტიის ზოგიერთი წარმომადგენელი აჟღერებს. ეს ძირს უთხრის საქართველოს ევროატლანტიკურ გზას და ასევე აზიანებს საქართველოს მოსახლეობის უფლებებს.

 

რაც შეეხება უცხოური ზეგავლენის კანონს, ამ კანონის შედეგად აშშ-მა გაყინა საქართველოსთვის დახმარება და ასევე არ ხდება ინტეგრაცია ევროკავშირში.

 

მმართველი პარტიის ლიდერები ავრცელებენ დეზინფორმაციას ხანგრძლივი პარტნიორების შესახებ, აშშ-ის ჩათვლით და ეს ემსახურება მხოლოდ ჩვენი მტრების ინტერესებს.

 

ჩემი მეორე გზავნილი გახლავთ, რომ აშშ მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის. კარგად იცის საქართველომ, 16 წლის განმავლობაში უკანონოდ ახდენს რუსეთი ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას და 2008 წლის 6-პუნქტიან ხელშეკრულებას არ ასრულებს.

 

30 წლის განმავლობაში აშშ საქართველოს ყველაზე დიდი მხარდამჭერი იყო. რაც შეეხება თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებს, კანონის უზენაესობას, გამოხატვის თავისუფლებას, აშშ არ უჭერს მხარს ერთ პოლიტიკურ პარტიას მეორეს საპირწონედ, ჩვენ გვჭირდება დავინახოთ კონკურენტული პოლიტიკური პროცესი, ჩვენ მხარს ვუჭერთ იმას, რომ საქართველოს მოსახლეობამ აირჩიოს თავისი წარმომადგენლები თავისუფალი პროცესის შედეგად, ყოველგვარი დაშინების და ძალადობის გარეშე, ყველა ფაქტი უნდა გამოძიებული და დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ”, – განაცხადა ეზრა ზეიამ. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები