spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

Facebook-ის ახალი სახელი ცნობილია

Facebook-ის დამფუძნებლის მარკ ცუკერბერგის თქმით, კომპანიის ახალი სახელწოდება Meta იქნება.

 

მისივე თქმით, რებრენდინგი კომპანიის ახალ მიმართულებას, ვირტუალურ რეალობასა (VR) და “მეტავერსს” უკავშირდება.

 

რებრენდინგი არ ეხება ინდივიდუალურ პლატფორმებს, Facebook-ს, Instagram-სა და WhatsApp-ს, არამედ მხოლოდ მმართველ კომპანიას, რომელიც სამივე მათგანს ფლობს.

 

კომპანიაში “მეტავერსს” განმარტავენ, როგორც ონლაინ სამყაროს, სადაც ადამიანებს ვირტუალურ გარემოში შეუძლიათ თამაში, მუშაობა და კომუნიკაცია, ამ “სამუშაოს” შესასრულებლად კი მათ სპეციალური ყურსასმენების გამოყენება მოუწევთ. ეს კი იმისთვის, რომ სამუშაო პროცესში დასაქმებულებმა კონკრეტული მითითებები თავად Facebook-ის დამფუძნებლისგან – მარკ ცუკერბერგისგან მიიღონ, რომლის იდეაც იყო “მეტავერსის” განვითარება. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები