spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

FIFA-მ ლოჩოშვილი სიცოცხლის გადარჩენისთვის დააჯილდოვა

საქართველოს ნაკრებისა და იტალიური “კრემონეზეს” ფეხბურთელმა ლუკა ლოჩოშვილმა ფიფას ე.წ “სამართლიანი თამაშის ჯილდო” მოიგო.

 

გასულ სეზონში, როდესაც ლოჩოშვილი ავსტრიაში “ვოლფსბერგერის” შემადგენლობაში თამაშობდა, მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელმა გეორგ ტიგლმა მძიმე შეჯახების შედეგად გონება დაკარგა, ქართველმა კი მას პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწია.

 

ლოჩოშვილის მოქმედების წყალობით ტიგლი გონს მოვიდა და მკურნალობა საავადმყოფოში გააგრძელა, რის შემდეგაც სრულად გამოჯანმრთელდა.

 

ფიფამ გასულ ღამეს ეს ქმედება გამოარჩია და Fair Play-ის ჯილდო ქართველ ლუკა ლოჩოშვილს გადასცა.

 

ნიკოლოზ ბუთლიაშვილი

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები