ევროკავშირის მხარდაჭერილი საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროექტის ფარგლებში Front News სამთვიან რეგიონალურ ენერგოეფექტურობის კამპანიას იწყებს.
კამპანია მიზნად ისახავს ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოების, განსაკუთრებით ახალგაზრდების, ქალების და მოწყვლადი ჯგუფების ცნობიერების ამაღლებას პროექტის სამიზნე რეგიონსა და სრულიად საქართველოში ინფორმაციისა და ცოდნის გაზიარების გზით. ამასთანავე, განახორციელოს მრავალფეროვანი აქტივობები, რომლის შესახებ ინფორმაცია გავრცელდება Front News-ის ვებგვერდსა და Facebook გვერდზე EE Today.
კამპანიის ამოცანაა ენერგოეფექტურობის (EE) და განახლებადი ენერგიის (RE) ტექნოლოგიების უფრო ფართომასშტაბიანი დანერგვის ხელშეწყობა სოფლად, რაც უპირატესად სარგებელს მოუტანს მის სამიზნე რეგიონს, მაგრამ ასევე მოიცავს ზოგადად საქართველოს მედია პლატფორმის საშუალებით.
მომდევნო სამი თვის განმავლობაში კამპანიის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი აქტივობები:
· ცნობიერების ამაღლების აქტივობების ციკლი ქარელის მუნიციპალიტეტში;
· ყოვლისმომცველი სოციალური მედიის კამპანია, რომელსაც შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ EE Today გვერდზე;
· Front News საქართველოს გვერდზე შექმნილი რუბრიკა ენერგოეფექტურობის შესახებ;
· საგანმანათლებლო ახალგაზრდული კონკურსები;
აღნიშნული კამპანია ხელს შეუწყობს საზოგადოების ჩართულობას და ცნობიერების ამაღლებას EE/RE გარემოსდაცვითი და ეკონომიკური სარგებლის შესახებ; სწორი და სანდო ინფორმაციის გავრცელებას ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების შესახებ; ახალგაზრდების, როგორც ადგილობრივი თემის ცვლილებების ელჩების გაძლიერებას სოფლად; და ენერგოეფექტურობის (EE) და განახლებადი ენერგიის (RE) ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას.
“საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამა” ხორციელდება ევროკავშირისა და KfW-ის ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამას 2021 წლიდან ახორციელებს საერთაშორისო კონსორციუმი, intec, GOPA-International Energy Consultants GmbH ხელმძღვანელობით. რეგიონალური ენერგოეფექტურობის კამპანიის განმახორციელებელია შპს “მეს”.