spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

FT – ტრამპი უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაგრძელებას გეგმავს

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ აპირებს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტას. მას სურს გააგრძელოს იარაღის მიწოდება, – ამის შესახებ Financial Times წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ  უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელების შესახებ ტრამპის განზრახვის თაობაზე სამმა წყარომ განაცხადა.

FT-ის ცნობით, ასეთ ნაბიჯს მხარს დაუჭერენ სხვა დასავლური ქვეყნები, რომლებიც ღრმად არიან შეშფოთებული უკრაინის მხარდაჭერისა და დაცვის საკუთარი შესაძლებლობით ვაშინგტონის მხარდაჭერის გარეშე.

ჟურნალისტების ცნობით, დეკემბრის დასაწყისში, ბრიტანელი მაღალი თანამდებობის პირები გაემგზავრნენ ვაშინგტონში, რათა უკრაინასთან დაკავშირებით ტრამპის გეგმებს გასცნობოდნენ.

ვიზიტის შემდეგ მათ განაცხადეს, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი წინააღმდეგია უკრაინის ნატოში შესვლისა და ომის დასრულება სურს, მაგრამ, ამავე დროს, მას მიაჩნია, რომ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ კიევისთვის იარაღის მიწოდება უზრუნველყოფს “მშვიდობას ძალის მეშვეობით”.

ასევე, გამოცემის ორმა თანამოსაუბრემ განაცხადა, რომ ტრამპს სურს ნატოს ქვეყნებისგან თავდაცვის ხარჯების გაორმაგებაზე მეტი მოსთხოვოს. ამჟამად ალიანსის ქვეყნებმა თავდაცვისთვის მშპ-ს 2% უნდა გამოყონ ყოველწლიურად, მაგრამ აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს სურს ეს მაჩვენებელი 5%-მდე გაზარდოს.

აღსანიშნავია, რომ ნატოს 32 წევრიდან მხოლოდ 23 გამოყოფს მშპ-ს 2%-ს თავდაცვისთვის.

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას სურს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის სწრაფი დასრულება. კერძოდ, დაჰპირდა ომის დასრულებას მისი პრეზიდენტობის პირველი 24 საათის განმავლობაში.

იანვარში კიევში კეიტ კელოგის ვიზიტი იგეგმება, რომელიც ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ უკრაინაში სპეციალური წარმომადგენლის პოსტს დაიკავებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები