spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გადადგეს პრემიერ-მინისტრი და შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა – აქციის მონაწილეების მოთხოვნა

თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეებმა “ბიძინა ივანიშვილის მთავრობას” გადადგომისთვის ერთი კვირის ვადა მისცეს.

 

შეკრებილების მოთხოვნაა, ირაკლი ღარიბაშვილმა დატოვოს თანამდებობა და ეროვნული თანხმობის მთავრობა შეიქმნას.

 

მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად აქციის ორგანიზატორები ხელისუფლებას ვადას 3 ივლისამდე აძლევენ, იქამდე კი მათი თქმით, შემოივლიან მთელ საქართველოს და ერთი კვირის შემდეგ პარლამენტთან შეიკრიბებიან და იქამდე დარჩებიან, ვიდრე ყველა მოთხოვნა არ შესრულდება.

 

“თუ ბიძინა ივანიშვილი პირადად ყურად არ იღებს ქართველი ხალხის ნებას, ჩვენ მოვალთ კიდევ უფრო მეტი, ვიდრე ვართ დღეს, ვიდრე ვიყავით 20 ივნისს და ვანახებთ მათ ქართველი ხალხის რისხვას, რომელიც ჯერ კიდევ არ უნახავთ! მანამდე ჩვენ მივალთ ყველასთან, თქვენ მიხვალთ ყველასთან, ყველა უბანში, ყველა ქალაქში, ყველა სოფელში 3 ივლისამდე ჩვენ ვივლით და დავარწმუნებთ ადამიანებს სად სუფევს საქართველოს ხსნა და ერთად ავირჩევთ საქართველოს ხსნის გზას ოლიგარქის გარეშე!

 

ხოლო 3 ივლისს წამოვალთ ყველა ქალაქიდან, სოფლიდან, შევუერთებთ ერთმანეთს ნაკადებს და ავზვირთდებით თბილისში პარლამენტის წინ! და დავრჩებით აქ, არ დავიშლებით, სანამ არ დაიშლება ოლიგარქია!”, – განაცხადა “სირცხვილიას” წარმომადგენელმა შოთა დიღმელაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები