უკრაინაში ომმა მარცვლეულისა და მცენარეული ზეთის ბაზრები შეარყია, რამაც მარტში საკვების მსოფლიო ფასების რეკორდული ზრდა გამოიწვია, – გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ანგარიშშია აღნიშნული.
“უკრაინა და რუსეთი ძირითადი საკვები პროდუქტების მსხვილი ექსპორტიორები არიან, ხოლო ომმა მოსავლის წარმოება შეაჩერა, რამაც ფასების ზრდა გამოიწვია.
მსოფლიოში ხორბლის დაახლოებით 30% უკრაინასა და რუსეთზე მოდის და კონფლიქტმა გავლენა მოახდინა მის ექსპორტზე“, – აღნიშნულია ანგარიშში.