გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ოფიციალური ვიზიტით უკრაინის დედაქალაქში ჩავიდა.
კიევში ის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
მედიის ინფორმაციით, გაეროს გენერალური მდივანი კიევში 8 მარტის ღამეს ჩავიდა.
ეს არის ანტონიო გუტერეშის მესამე ვიზიტი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ.