spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გაეროს გენმდივანი უკრაინელი ჯარისკაცის სიკვდილით დასჯის კადრებით შეძრწუნებულია და დამნაშავეების დასჯას მოითხოვს

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში შეძრწუნებულია ვიდეოთი, რომელშიც რუსები უკრაინელ დამცველს სიკვდილით სჯიან, – ამის შესახებ უკრაინის გენერალური მდივნის პრესმდივანმა განაცხადა.

 

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც გუტერეშმა ნახა სიკვდილით დასჯის სასტიკი ვიდეო, მან ყველა დამნაშავის პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა.

 

“სამწუხაროდ, ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, უმცირესი დარღვევა უნდა იყოს სათანადოდ გამოძიებული, დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ”, – აღნიშნა სტეფან დუჟარიკმა.

 

სოციალურ ქსელში რუსების მიერ უკრაინელი ჯარისკაცის სიკვდილით დასჯის ვიდეო გავრცელდა. გამოქვეყნებულ კადრებზე უკრაინამ გამოძიება უკვე დაიწყო. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები