spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გაეროს მონაცემებით, რუსული აგრესიის მსხვერპლი უკრაინაში 1000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე გახდა

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები უკრაინაში განზრახ ანადგურებენ საცხოვრებელ შენობებს და არასამხედრო ობიექტებს და ომის ერთი თვის განმავლობაში რუსული არმიის მსხვერპლი 1000-ზე მეტი მშვიდობიანი უკრაინელი გახდა.

 

მსხვერპლთა შორის 214 კაცია; 160 ქალი;  14 გოგონა და  28 ბიჭი.

 

კიდევ 571 ზრდასრულისა და 48 ბავშვის სქესი დადგენილი არ არის.

 

დაშავებულთა შორის:  181 კაცია; 140 ქალი;  28 გოგონა და  23 ბიჭი.

 

კიდევ 1211 ზრდასრულისა და 67 ბავშვის სქესი დადგენილი არ არის.

 

გაეროს მონაცემებით, ადამიანების უმეტესობა მძიმე არტილერიის, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების, რაკეტებისა და საჰაერო დარტყმების შედეგად დაიღუპა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები