გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობა თბილისში “პრაიდის ფესტივალთან“ დაკავშირებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“გაერო გმობს ძალადობას და თავდასხმებს თბილისი პრაიდის დღევანდელ ღონისძიებაზე.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაგმოს ეს შემაშფოთებელი ინციდენტი, პასუხი აგებინოს დამნაშავეებს და გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლების დაცვის გასაუმჯობესებლად ყველასთვის, მათ შორის, ლგბტქი+ პირებისთვის“, – წერს საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FUNGeorgia%2Fposts%2Fpfbid029Q9aVhZ6MW3BtbmXP4XLXuUCsUhmuuZRM5zzHg2433en2Yu1L5iUAoFzY5Lx8PVvl&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”512″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>