მოლდოვაში, კიშინეუს სასამართლომ გაგაუზიის ავტონომიური რეგიონის ხელმძღვანელს ევგენია გუცულს 20-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
მოლდოვის შემადგენლობაში შემავალი გაგაუზიის რეგიონის ხელმძღვანელს 2023 წლის ადგილობრივ არჩევნებში კამპანიის უკანონო დაფინანსებასა და კამპანიის შესახებ ოფიციალური დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებენ.
პროკურატურის ცნობით, აღნიშნულ საქმეს რამდენიმე ფიგურანტი ჰყავს.
გუცული 25 მარტს კიშინეუს აეროპორტში სტამბოლში გამგზავრების მცდელობისას დააკავეს.