spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გაგლოევი იმედოვნებს, რომ “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა” რუსეთს მალე შეუერთდება

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი იმედოვნებს, რომ “რესპუბლიკა რუსეთს მალე შეუერთდება”.

 

“სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკამ ასევე სრულად დაუჭირა მხარი დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების რუსეთის ფედერაციაში შესვლას, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში. 

 

მოხარული ვართ ჩვენი მეგობრების გამო, რომ დადგა ისტორიული მომენტი, როდესაც ხალხის სურვილი რუსეთთან გაერთიანების შესახებ დაემთხვა ამ ნაბიჯის გეოპოლიტიკურ შესაძლებლობას. იმედი მაქვს, შორს არ არის დღე, როცა სამხრეთ ოსეთის რიგი დადგება“, – განაცხადა გაგლოევმა ხალხისა და ე.წ. პარლამენტისადმი მიმართვაში.

 

მისივე თქმით, “სამხრეთ ოსეთს მკაფიოდ აქვს განსაზღვრული საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები – მისი მთავარი მოკავშირე არის და იქნება რუსეთი”.

 

“რესპუბლიკამ დაამყარა კონსტრუქციული და მეგობრული ურთიერთობები რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან, რომელიც გაგებით განიხილავს ყველა პრობლემას და მზადაა საჭირო დახმარება გაგვიწიოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სხვა სფეროებში“, – განაცხადა გაგლოევმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები