spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გაგლოევი – ქართველ პოლიტიკოსებს მინდა ვურჩიო, არ დაივიწყონ 2008 წლის გაკვეთილები

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტი ალან გაგლოევი ქართველ პოლიტიკოსებს “ურჩევს, არ დაივიწყონ 2008 წლის გაკვეთილები”.

 

“სამხრეთ ოსეთი დიდი ხანია, ერთ მაგიდასთან ზის რუსეთთან.

 

ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოში არსებულ ვითარებას და ვხედავთ, როგორ აძლიერებენ ჯარს დასავლეთის დახმარებით. ქართველ პოლიტიკოსებს მინდა ვურჩიო, არ დაივიწყონ 2008 წლის გაკვეთილები”, – განაცხადა გაგლოევმა.

 

მისივე თქმით, “2015 წლის შეთანხმების თანახმად, აგრესია სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ განიხილება როგორც თავდასხმა რუსეთის ფედერაციაზე”.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები