spot_img
spot_imgspot_img
spot_img

“გახარია ზრდილობიანი და პოლიტიკური სტილის მქონე ოპოზიცია იქნება”

"ამას ველოდი უფრო ადრე, ვიდრე პოლიტიკიდან წავიდოდა გახარია"- ამის შესახებ  Front news_copy International-ს პოლიტილოგმა რამაზ საყვარელიძემ განუცხადა. 

საყვარელიძე მიიჩნევს, რომ გახარია ძლიერი პოლიტიკური ფიგურაა და ის სხვა ოპოზიციურ ძალებს არ დაემსგავსება. 

"ყველაზე მეტი შანსი აქვს გახარიას, რომ ძალა იყოს. პარტიების თვლით რომ წახვიდე, 200-ზე მეტი გვაქვს და არც ერთი ძალას არ წარმოადგენს. გახარია კი პოლიტიკაში ძლიერ ფიგურად შემოვიდა, შესაბამისად, შანსი აქვს რომ ძალა იყოს. თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიცია იქნება, რადგან ოცნებიდან გამოვიდა, ოღონდ ოპოზიციური სტილის ფიგურა არ იქნება. ჩვენ შევეჩვიეთ, რომ ოპოზიცია უნდა იყოს არასოლიდური, უნდა იგინდებოდეს და იფურთხებოდეს. გახარია ზრდილობიანი და პოლიტიკური სტილის მქონე ოპოზიცია იქნება", -განაცხადა საყვარელიძემ. 
 
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები