spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გალანტი – “ჰამასმა” დაკარგა კონტროლი ღაზაზე, ტერორისტები სამხრეთით გარბიან

“ჰამასმა” დაკარგა კონტროლი ღაზას სექტორზე, IDF კი ღაზას ქალაქის სრული აღებისკენ  მიიწევს, ტერორისტები სამხრეთით გარბიან, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა.

 

“არ არსებობს “ჰამასის” არცერთი ძალა, რომელსაც შეუძლია IDF-ის შეჩერება. IDF მიიწევს ყველა პუნქტამდე. “ჰამასმა” დაკარგა კონტროლი ღაზაზე. ტერორისტები გარბიან სამხრეთით. მშვიდობიანი მოქალაქეები ძარცვავენ “ჰამასის” ბაზებს. მათ არ აქვთ ნდობა ხელისუფლების მიმართ”, – განაცხადა მინისტრმა.

 

გალანტის თქმით, ისრაელის ჯარები წინ მიიწევენ “გეგმების მიხედვით და ასრულებენ ამოცანებს სიზუსტით“.

 

მისივე თქმით, ბოლო დღეებში IDF-მა “გაააქტიურა“ თავისი ქმედებები “ჰამასის” გვირაბების წინააღმდეგ.

 

“ჩვენ ვმუშაობთ მიზნების მისაღწევად. ჩვენ არ გვაქვს წამმზომი. ჩვენ გვაქვს მიზნები. ჩვენ მივაღწევთ ჩვენს მიზნებს”, – განაცხადა გალანტმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები