spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გალიფ ოზთურქს თავისუფლების რვა წლით აღკვეთა მიესაჯა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს თავისუფლების რვა წლით აღკვეთა მიუსაჯა. 

 

ბრალდებული სასამართლო პროცესს დისტანციურად ესწრებოდა. გალიფ ოზთურქი თავს დამნაშავედ არ ცნობს და გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

 

გადაწყვეტილებას ტენდენციურად მიიჩნევენ ადვოკატებიც.

 

“გადაწყვეტილება ცალმხრივი და ტენდენციურია. დადგენილ ვადებში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ. ვფიქრობთ, რომ სტრასბურგის სასამართლოსაც მივმართოთ, სრულიად უდანაშაულო ადამიანს რვა წელი მიესაჯა”, – განაცხადა ადვოკატმა თენგიზ კახიძემ.

 

პროკურატურა ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვა-მოხმარებას ედავება.

 

პარალელურად, გალიფ ოზთურქს კიდევ ერთი ბრალდება აქვს წარდგენილი, რომელიც ფინანსურ დანაშაულს უკავშირდება. აღნიშნული საქმის განხილვა მიმდინარე წლის აპრილიდან დაიწყება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები