spot_img
spot_imgspot_img
spot_img

Galt & Taggart-მა Pepsico კავკასიის წლიურ შეხვედრაზე ეკონომიკური და სექტორული პრეზენტაცია წარადგინა

გალტ & თაგარტმა Pepsico კავკასიის წლიურ კონფერენციაზე კავკასიის  ეკონომიკების და FMCG (სწრაფად რეალიზებადი სამომხმარებლო საქონელი) სექტორის მიმოხილვა წარადგინა.

ღონისძიებაზე გალტ & თაგარტის წარმომადგენლებმა კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს და რეგიონის ეკონომიკებში მიმდინარე ტენდენციები და პროგნოზები, ასევე FMCG სექტორის კვლევის მიგნებები გაუზიარეს.

გალტ & თაგარტის კვლევის მიხედვით, 2024 წელს FMCG ბაზარი წლიურად 6.8%-ით გაიზარდა და 22.7 მლრდ ლარს მიაღწია. როგორც მოსალოდნელი იყო, ბრენდული ქსელების შემოსავლები სხვა ფორმატებზე მაღალი ტემპით გაიზარდა წლიურად 14.9%-ით, რაც, ძირითადად, გეოგრაფიული ექსპანსიით იყო გამოწვეული. 2024 წელს, ბრენდული მაღაზიების ქსელს 500-მდე ახალი მაღაზია დაემატა, აქედან დაახლოებით 350 რეგიონში, დანარჩენი თბილისში. შედეგად, მაღაზიების რაოდენობა თბილისსა და რეგიონებში გათანაბრდა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა FMCG სექტორის სამომავლო განვითარების ხედვაზე, რაც კვლევაზე დაყრდნობით გამოიკვეთა. გალტ & თაგარტის სექტორის უფროსმა, მარიამ ჩახვაშვილმა ასევე ისაუბრა FMCG ბაზრის ზრდის პერსპექტივებზე და წარმმართველ ფაქტორებზე.

სრული კლვევა ქართულ და ინგლისურ ენებზე მოცემულია გალტ & თაგარტის ვებ-გვერდზე.

(R)

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები