spot_img
spot_imgspot_img
spot_img

“გამოჩენისთანავე დავუპირისპიროთ ბევრი ტაში, სიმღერა, ოვაცია”

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პარტიის ოფისში შეკრებულ მხარდამჭერებს მიმართა და მოუწოდა, ძალადობას დაუპირისპირონ მხოლოდ ტაში და სიმღერა.

"ძალიან მძიმე დღე, დღეები, ან შეიძლება საათებიც გველოდება. ჩვენ გვიპირისპირდება რეჟიმი, არანაირი ხელისუფლება, მთავრობა, რეჟიმი, რომელიც დგას ძალმომრეობაზე. მინდა გთხოვოთ, ეს ადამიანები აქ მოვლენ, დღეს იქნება თუ ხვალ, აქ მოვლენ თავისუფლბამოყვარულ ხალხთან მოვლენ მონები. ნიღბებით, ცრემლსადენი გაზით, ხელკეტებით. 

მე მინდა გთხოვთ, მათი გამოჩენისთანავე დავუპირისპიროთ ბევრი ტაში, სიმღერა, ოვაცია, საქართველოს ჰიმნი და მთელ მსოფლიოს დავანახოთ რომ ერთ მხარეს დგას თავისუფლების მოყვარული ქართველი ხალხი და მეორე მხარეს ივანიშვილი და ღარიბაშვილი", – განაცხადა მელიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები