spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გამოიყენებს თუ არა ნატო მე-5 მუხლს პოლონეთში მომხდარი ინციდენტის გამო – პენტაგონის პასუხი

ამერიკის შეერთებულ შტატებს არ გააჩნია მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთმა პოლონეთს რაკეტებით დაარტყა, ამიტომ ნატოს შემდგომ პასუხზე საუბარი ნაადრევია, – ამის შესახებ პენტაგონის პრესმდივანმა პეტ რაიდერმა განაცხადა.

 

“ჩვენ ვიცით პრესის ცნობების შესახებ, რომ ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა პოლონეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე ობიექტზე. ამჟამად არ გვაქვს ინფორმაცია ამ ცნობების დასადასტურებლად, მაგრამ კვლავ სერიოზულად ვეკიდებით მათ და ვსწავლობთ”, – განაცხადა რაიდერმა.

 

პრესსპიკერის თქმით, მას ჯერ არ სურს “ჰიპოთეზებში შესვლა“ შედეგების შესახებ, თუ აღმოჩნდება, რომ ინფორმაცია პოლონეთზე სარაკეტო თავდასხმის შესახებ სიმართლეს შეესაბამება.

 

“როცა საქმე ეხება ჩვენს უსაფრთხოების ვალდებულებებს და მე-5 მუხლს, ჩვენ ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ დავიცავთ ნატო-ს ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.

 

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მე-5 მუხლი ადგენს, რომ თავდასხმა ნატო-ს ერთ წევრზე არის თავდასხმა მთლიანად ნატო-ზე და იწვევს ალიანსის ყველა წევრის პასუხს, მაგრამ გადაწყვეტილება ამ მუხლის გამოყენებაზე მიიღება ნატო-ს წევრებს შორის კონსულტაციების შემდეგ.
ნატო-მ მე-5 მუხლი 2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ის ტერაქტების შემდეგ პირველად გაააქტიურა.

 

გამოიწვევს თუ არა პოლონეთში მომხდარი ინციდენტი მე-5 მუხლის გააქტიურებას, ჯერჯერობით უცნობია. ცხადია, ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას ალიანსის წევრები, სხვა საკითხებთან ერთად, პოლიტიკური მოსაზრებებითაც იხელმძღვანელებენ და ასევე გაითვალისწინებენ, იყო თუ არა ეს დარტყმა მიზანმიმართული. 

 

ამავდროულად, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა უკვე განაცხადეს, რომ მზად არიან გაუწიონ ყველანაირი დახმარება პოლონეთს.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები