საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი კვლევით, იზრდება საქართველოს იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც COVID-19-ის ვაქცინის გაკეთების წინააღმდეგი არიან. გამოკითხვის მიხედვით, მოქალაქეების 45% ამბობს, რომ არ გაიკეთებს ვაქცინას. ეს მაჩვენებელი, 2021 წლის თებერვლის კვლევასთან შედარებით 6 ნიშნულითაა გაზრდილი.
“ეს ხაზს უსვამს, ვაქცინაციის მაჩვენებლის გაზრდის მიზნით, მთავრობის მხრიდან საზოგადოებრივი საინფორმაციო კამპანიის ჩატარების აუცილებლობას. კამპანიის მსვლელობასთან ერთად, მეტი უნდა გაკეთდეს საქართველოს მოქალაქეების დასარწმუნებლად, რომ ვაქცინა უსაფრთხოა“, – განაცხადა სტივენ ნიქსმა.
ამასთან, გამოკითხულთა 25%-სთვის ყველაზე სანდო ვაქცინა Pfizer-ია. 8%-თვის Sinopharm, 7%-სთვის Astrazeneca, 4% Sinovac-ს ენდობა, 27%-ს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს.
კვლევა 15-30 ივნისის პერიოდში ჩატარდა.