spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გამოკითხულთა 47% აცხადებს, რომ აცრას არ გაიკეთებდა, 35% – გაიკეთებდა, 7%-მა – უკვე გაიკეთა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, კითხვაზე, გაიკეთებდით თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას, გამოკითხულთა 47% აცხადებს, რომ არ გაიკეთებდა, 35% – გაიკეთებდა, 7%-მა უკვე გაიკეთა, 11%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.

 

ამასთან, იმ პირებიდან, რომლებიც ვაქცინაციას ეწინააღმდეგებიან, აცრაზე უარის თქმის მიზეზად 47% ამბობს, რომ არ ენდობა ვაქცინის ხარისხს; ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიზეზების გამო, აცრაზე უარს ამბობს გამოკითხულთა 20%; 7% მიიჩნევს, რომ ვაქცინაციას სინამდვილეში სხვა მიზნები აქვს; 2% ზოგადად  ვაქცინების წინააღმდეგია, 5% სხვა მიზეზს ასახელებს, კითხვაზე პასუხი არ იცის გამოკითხულთა 5%-მა.

 

კითხვაზე, რომ დასჭირდეთ ინფორმაცია აცრაზე რეგისტრაციის შესახებ, იციან თუ არა როგორ დარეგისტრირდნენ, გამოკითხულთა 56% აცხადებს, რომ არა, ხოლო 42% ამბობს, რომ ამის შესახებ აქვს ინფორმაცია. კითხვაზე პასუხი არ აქვს გამოკითხულთა ორ პროცენტს.

 

NDI-ის ინფორმაციით, აღნიშნული კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,016 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.3 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები