ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, 23% მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, 19%-ის აზრით კი, საქართველო საერთოდ არ იცვლება.
კითხვაზე, საქართველოში ამჟამად არის თუ არა დემოკრატია, 51% აცხადებს, რომ მისი აზრით, არ არის. 35% მიიჩნევს, რომ არის, 13%-მა – არ იცის.
NDI-ს ინფორმაციით, აღნიშნული კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,016 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.3 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.