უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 40 230 (+160) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 28.07-მდე: ტანკები – 1 742 (+4), ჯავშანტექნიკა – 3 979 (+8), საარტილერიო სისტემები – 894 (+11), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 258 (+0).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 117 (+0), თვითმფრინავი – 222 (+0), ვერტმფრენები – 190 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 729 (+3), საკრუიზო რაკეტები – 174 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 15 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 2 854 (+7), სპეციალური ტექნიკა – 75 (+0).