უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 28 700 (+200) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 20.05-მდე: ტანკები – 1 263 (+9), ჯავშანტექნიკა – 3 090 (+27), საარტილერიო სისტემები – 596 (+1), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 200 (+1), საჰაერო თავდაცვის სისტემები – 93 (+0), თვითმფრინავი – 204 (+1), ვერტმფრენები – 168 (+1), საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 2 162 (+5), მსუბუქი ჩქაროსნული ნავი – 13 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 460 (+5), სპეციალური ტექნიკა – 43 (+0), საკრუიზო რაკეტები – 103 (+0).
როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, უფრო ზუსტი მონაცემების აღრიცხვას მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებები ართულებს.