“სითი სთედიუმზე” H ჯგუფის შეხვედრაში სამხრეთ კორეა განასთან 2:3 დამარცხდა.
ძალიან სანახაობრივი შეხვედრა გამოვიდა, ანგარიში აფრიკელთა ფეხბურთელმა მუჰამედ სალისუმ გახსნა, ამას მოყვა მეორე გოლი, რომელიც მუჰამედ კედუსმა გაიტანა და შესვენებაზე განა 2:0 უპირატესობით გავიდა.
მეორე ნახევარი სამხრეთ კორეამ აქტიურად დაიწყო და გუე-სუნგ ჩოს დუბლით ანგარიში გათანაბრდა, თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელდა და აფრიკელთა რიგებში მუჰამედ კედუსმაკიდევ ერთი გოლი გაიტანა და მატჩს საბოლოო ანგარიში 3:2 დააფიქსირა.
H ჯგუფში საინტერესოდ მიმდინარეობს მოვლენები, დღეს თბილისის დროით 23:00 საათზე ამ ჯგუფის მეორე შეხვედრა პორტუგალიისა და ურუგვაის ეროვნულ ნაკრებებს შორის გაიმართება.
ნიკოლოზ ბუთლიაშვილი