spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

განათლების სამინისტრო – ვგმობთ თსუ-ში პროტესტის გამოხატვის ძალადობრივ ფორმებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო თსუ-ში 10 ივნისს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

 

“სამინისტროსთვის მიუღებელია ყოველგვარი ძალადობრივი ქმედება და შესაბამისად, გმობს პროტესტის გამოხატვის იმ ძალადობრივ ფორმებს, რომელსაც ადგილი ჰქონდა 10 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

 

სამინისტრო პატივს სცემს თითოეული სტუდენტის გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა პროტესტის ძალადობრივი ფორმა დაუშვებელია. 

 

იმედს გამოვთქვამთ, რომ ყველა გამოწვევის დაძლევა აკადემიური სასწავლო სივრცისა და საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის შესაბამის ფორმატში მოხდება“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები