spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

განმუხურში ბიზნესმენი მოკლეს

განმუხურში სავარაუდოდ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი ვლადიმერ ვახანია მოკლეს.

 

მკვლელობა მისივე კუთვნილ მშენებარე სასტუმროში მოხდა.

 

არსებული ინფორმაციით, მკვლელობა დანით არის ჩადენილი და ის ბიზნესწილებზე დავას უკავშირდება.

 

მკვლელობაში ეჭვმიტანილი სავარაუდოდ, იდენტიფიცირებულია, თუმცა ჯერჯერობით დაკავებული არ არის.

 

შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სსკ-ის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.

 

ვლადიმერ ვახანია ბიზნესსაქმიანობას, ძირითადად, რუსეთში ეწეოდა. ის 2009 წელს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე დააკავეს. ვახანია წარსულში ზუგდიდის მერის არჩევნებშიც მონაწილეობდა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები