spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ლ.ხ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული თავისუფლების 7-დან 15 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა ლ.ხ.-მ, მიმდინარე წლის 6 აგვისტოს, კასპის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სამი ადამიანი დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა სამივე დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, რომელთაგანაც ერთ-ერთი – 1971 წელს დაბადებული გ.გ., სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანების გამო, კლინიკაში მიყვანიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.

პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები