გარდაბანში ბიზნესმენს ავტომობილი საცხოვრებელი სახლის ეზოში დაუწვეს.
არსებული ინფორმაციით, მანქანის აფეთქების პარალელურად, თანხის გამოძალვის მცდელობასაც ჰქონდა ადგილი.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 181-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას, განადგურებას და თანხის გამოძალვას გულისხმობს. ამ ეტაპზე, უცნობია დამნაშავის ვინაობა.