spot_img
spot_imgspot_img
spot_img

“გარდაცვლილი ექთნის საქმესთან დაკავშირებით შემაჯამებელი დოკუმენტი დასკვნის სახით, ჯერ მზად არ არის”

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ექთნის მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"ახალგაზრდა ექთნის მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თითქოს დღეს უნდა გახდეს ცნობილი აღნიშნული საქმის სასამართლო-სამედიცინო დასკვნა, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განცხადებას ავრცელებს.

გარდაცვლილი ექთნის საქმესთან დაკავშირებით ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ამ დრომდე მიმდინარეობს სხვადასხვა სახის კვლევები, რომელიც არ დასრულებულა, შესაბამისად, შემაჯამებელი დოკუმენტი დასკვნის სახით, ჯერ მზად არ არის. 

ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტები აკეთებენ მაქსიმუმს, რომ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გასცენ ყველა დასმულ კითხვებს ზუსტი, კვალიფიციური და ამომწურავი პასუხები.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო კიდევ ერთხელ გამოთქვამს მწუხარებას მეგი ბაქრაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ოჯახს," – ნათქვამია განცხადებაში. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები