spot_img
spot_imgspot_img
spot_img

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 19 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინა

უკანონო ტყით სარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში გატარებული ღონისძიებების შედეგად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 19 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს.

 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 ერთეული ცირკული და 1 ერთეული ლენტური ტიპის უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 3 ერთეული უკანონო სახერხი საამქრო დალუქეს. 2 ერთეული უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, 1 ერთეული სახერხი საამქრო დაილუქა ქალაქ ხაშურში, ხოლო ბოლნისში მოქალაქეს საცხოვრებელი სახლის ეზოში 1 ერთეული ლენტური ტიპის სახერხი საამქრო ჰქონდა მოწყობილი.

 

დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროები და მათზე განთავსებული, ჯამში, 27 ერთეული მორი და 3 კუბურ მეტრზე მეტი ფიცარი დაილუქა. ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

 

“გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აქტიურად ახორციელებს უკანონო ტყით სარგებლობის მიმართულებით კანონით დადგენილი ღონისძიებების გატარებას. წელს, ქვეყნის მასშტაბით, ჯამში, 51 უკანონო სახერხი საამქრო დაილუქა. დეპარტამენტის ეკიპაჟები 24 საათიან კონტროლს ახორციელებენ, რათა მაქსიმალურად შემცირდეს ტყეზე ზეწოლა და ქვეყნის უნიკალური ბიომრავალფეროვნება დაცული და შენარჩუნებული იყოს“, – განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ლევან ჯღარკავამ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები