ლეგენდარულმა უელსელმა ფეხბურთელმა გარეთ ბეილმა 33 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა.
ბეილმა გულშემატკივარს თავი ლონდონის “ტოტენჰემში” ასპარეზობისას გააცნო. იგი თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო, მისი კარიერის ზენიტი მადრიდის “რეალს” უკავშირდება, რომელთან ერთადაც ეპოქა შექმნა და ისტორიაში ყველაზე მეტჯერ 5-ჯერ გახდა “ჩემპიონთა ლიგის” გამარჯვებული.
ბეილი ბოლოს ლოს-ანჯელეს “გალაქსიში” ასპარეზობდა.
უელსელი ფეხბურთელი გამოსამშვიდობებელ წერილში აღნიშნავს, რომ კარიერის დასრულების გადაწყვეტილება ურთულესი მომენტი იყო მის ცხოვრებაში.
ნიკოლოზ ბუთლიაშვილი