spot_img
spot_imgspot_img
spot_img

გასული დღე-ღამის განმავლობაში დონბასში ორი უკრაინელი სამხედრო გარდაიცვალა

გასული დღე-ღამის განმავლობაში დონბასში ორი უკრაინელი სამხედრო გარდაიცვალა, ოთხი კი დაშავდა.

 

19 თებერვლის მონაცემებით, დღე-ღამის განმავლობაში დონბასში პრორუსმა ძალებმა ცეცხლი 136-ჯერ გახსნეს, მათ შორის 116-ჯერ გამოყენებული იქნა მინსკის შეთანხმებებით აკრძალული იარაღი.

 

უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბის მონაცემებით, დონეცკის რეგიონში მტრის უპილოტო საფრენი აპარატი დაფიქსირდა.

 

სროლების შედეგად ორმა უკრაინელმა სამხედრომ სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობები მიიღო, ოთხი სამხედრო სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით საავადმყოფოებშია გადაყვანილი.

 

საბრძოლო დაზიანება მიიღო ერთმა ჯარისკაცმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები