პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. რუსთაველის გამზირი ამ დროისთვის გადაკეტილია.
აქციის მონაწილეები ღამე პარლამენტთან დარჩებიან.
“ვრჩებით ღამით, რადგან 13 მაისის დილას, ხელისუფლებას დაგეგმილი აქვს რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა, მესამე მოსმენით კენჭისყრის მოსამზადებლად.
ქვეყნის სიყვარულში ჩვენი დაუღალავი ერთობით – გავათენოთ ღამე ერთად და დილით, არ მივცეთ საშუალება ოცნების დეპუტატებს აუღელვებლად შევიდნენ პარლამენტის შენობაში და გააგრძელონ ხალხის ნების, ევროკავშირისა და კონსტიტუციის საწინააღმდეგო მოქმედება”, – აცხადებენ ორგანიზატორები.