გიორგი გახარიამ ემიგრანტებთან ონლაინ შეხვედრა გამართა

პარტია "საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ ემიგრანტებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

პარტიის წევრებმა ემიგრანტებს პარტია „საქართველოსთვის“ პროგრამული ხედვა გააცნეს. საუბარი შეეხო იმ კანონპროექტებს, რომლებიც ემიგრანტებისთვის უკეთესი პირობების შექმნას და ქვეყანაში საქმიანობის შესაძლებლობას ითვალისწინებს. 

შეხვედრაზე გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ აუცილებელია ემიგრანტებმა მონაწილეობა მიიღონ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხორციელებაში, საჭიროა მუდმივი კომუნიკაცია დიასპორებთან და მათი ცოდნის გამოყენება.

გიორგი გახარიასთან ერთად შეხვედრას პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე გიგი ხოჯევანიშვილი, პოლიტიკური საბჭოს წევრი და დეპუტატი ბექა ლილუაშვილი ესწრებოდნენ,  ასევე, ქართული დიასპორიის სავაჭრო სამრეწველო პალატის თავმჯდომარე გიორგი ოკრიბელაშვილი, ლობისტი და ემიგრანტები აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, ავსტრალიიდან და უკრაინიდან.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები