პროკურატურამ ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ფაქტზე 5 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ფაქტზე  უ.ც.-ს, მ.მ.-ს, რ.ქ.-ს, ჰ.ბ.-ს  და რ.მ.-ს ბრალდება წარუდგინა.   

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ    ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უ.ც.-მ, რომელიც იყო გაერთიანებული უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში", ამავე ორგანიზაციაში გააწევრიანა  მ.მ., რ.ქ., ჰ.ბ.  და რ.მ.
აღნიშნული პირები გეგმავდნენ სირიაში წასვლას და „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში საბრძოლველად მონაწილეობის მიღებას.

სამართალდამცველებმა ხუთივე პირი 24 აგვისტოს დააკავეს. მ.მ.-ს, რ.ქ.-ს, ჰ.ბ.-ს  და რ.მ.-ს  ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 10-დან 12 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს. უ.ც.-ს  ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  328-ე მუხლით  (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 10-დან 17 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ  ხუთივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. 

სისხლის სამართლის საქმეზე  გამოძიება გრძელდება", - აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები