ოფიციალური საერთაშორისო სიმბოლოების შებღალვისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დგინდება

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებზე იმსჯელა, რომლის მიხედვით, ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვისთვის, რომლის წევრიც არის საქართველო, აგრეთვე იმ სახელმწიფოს ეროვნული სიმბოლოს შებღალვისთვის, რომელთანაც საქართველოს აქვს დიპლომატიური ურთიერთობა და რომელიც აღმართულია ან გამოფენილია საჯარო დაწესებულებებზე, საჯარო დაწესებულების წინ ან საჯარო დაწესებულების შენობაში, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დგინდება.
 
წარმოდგენილი ინიციატივით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა  კოდექსს ემატება  შესაბამისი მუხლი, რომელიც ასეთი ქმედებისთვის გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარით, ხოლო ამავე  ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2000 ლარით ან ფიზიკური პირის ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
 
მომხსენებლის ნიკოლოზ სამხარაძის განმარტებით, წარმოდგენილ კანონპროექტში არსებული ჩამონათვალი ბოლომდე არ მოიცავს ყველა იმ ტერიტორიასა თუ ოფიციალურ ღონისძიებებს, სადაც შესაძლოა განთავსებული იყოს ეს სიმბოლიკა. მისი თქმით, საკითხის მომდევნო განხილვისას კიდევ უფრო მეტად დაკონკრეტდება ის ადგილმდებარეობა, სადაც შეიძლება ეს სიმბოლიკა იყოს განთავსებული.
 
კანონპროექტი პარლამენტის წევრების: კახაბერ კუჭავას, ალექსანდრე ელისაშვილის, ფრიდონ ინჯიას, ხათუნა სამნიძის, ნიკოლოზ სამხარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს.
 
"სხვადასხვა პარტიების წარმომადგენელთა მიერ ხელმოწერილი საკანონმდებლო ინიციატივა იმის დასტურია, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია არის საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სურვილი. საქართველოს ხელისუფლების ნებაა, რომ გადადგას ნაბიჯები ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. ჩვენი მხრიდან ეს იქნება კიდევ ერთი განაცხადი, რომ მიუღებელია იმ ორგანიზაციების სიმბოლიკის შეურაცხყოფა, რომელში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის საქართველო“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა

უახლესი ამბები