ისრაელში არავაქცინირებული მასწავლებლები და მედიკოსები სამსახურში არ დაიშვებიან

ისრაელში, კორონავირუსთან ბრძოლის მინისტრთა კომისიის გადაწყვეტილებით, ყველა სოციალური მუშაკი, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით არ არის აცრილი, სამსახურში წასვლას ვერ შეძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას Times of Israel ავრცელებს. 

ქვეყნის მთავრობის განცხადებით, სოციალური მუშაკები, მათ შორის მასწავლებლები, ექიმები, ექთნები და მომვლელები, იმუშავებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ აქვთ კორონავირუსის ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

მუშაობის უფლება მიეცემათ ასევე იმ პირებს, რომლებიც უკვე გამოჯანმრთელდნენ ან შესაძლოა, აჩვენონ უარყოფითი ტესტი COVID-19- ზე ბოლო 72 საათის განმავლობაში.

გამოცემა წერს, რომ ასეთმა გადაწყვეტილებამ შეიძლება პროტესტი გამოიწვიოს, ვინაიდან განათლების სამინისტრო აპირებს მოითხოვოს ყველა არავაქცინირებული პედაგოგისგან, რომ თუ მუშაობის გაგრძელება სურთ ყოველ 2-3 დღეში ტესტი საკუთარი ხარჯებით უნდა გაიკეთონგადაიხადონ საკუთარი ფული კორონავირუსის ტესტებში ყოველ ორ ან სამ დღეში, მათ კი, ვინც ამას ვერ გააკეთებს, არაანაზღაურებად შვებულებაში გაგზავნიან.

გარდა ამისა, ქვეყნის რეგიონებში ითხოვენ იმ მასწავლებლების სიების შედგენას, რომლებიც არ არიან აცრილი.  

ისრაელში 29 აგვისტოდან, 12 წელზე უფროსი ასაკის ყველა მოქალაქეს, რომელიც 5 თვის წინ მეორედ აიცრა, შეუძლია ვაქცინის მესამე დოზა მიიღოს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები