სერგეი ლავროვი - თუ საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა ნამდვილად სურს, მოსკოვი ამისთვის მზადაა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, თუ საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა ნამდვილად სურს, მოსკოვი ამისთვის მზადაა.

"თუ საქართველოს ნამდვილად სურს არ გამოიყენოს რუსული კარტი დასავლეთის მფარველობის შესანარჩუნებლად და სურს იცხოვროს ნორმალურად ჩვენთან, როგორც მეზობელთან, ჩვენ ამისთვის მზად ვართ ნებისმიერ მომენტში", - განაცხადა ლავროვმა რუსულ მედიასთან.

მისივე თქმით, რუსული მხარე ფიქრობდა საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღებას, რასაც ხელი შეუშალა სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატების მიმართ უხეშმა პროვოკაციამ.

”ჩვენ ვაპირებდით, გვეპასუხა ქართველი მეზობლისთვის, როდესაც მათ შემოიღეს უვიზო რეჟიმი ჩვენი მოქალაქეებისთვის. დაახლოებით წელიწადნახევრის წინ ჩვენ მზად ვიყავით გამოგვეცხადებინა უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის, მაგრამ შემდეგ მოხდა უსიამოვნო ინციდენტი, უხეში პროვოკაცია თბილისში ჩასული რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის წინააღმდეგ, რომელიც საერთაშორისო ასამბლეაში მონაწილეობდა", - განაცხადა ლავროვმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები