დავით ზურაბიშვილი - არ არის გამორიცხული, მეორე ტურში მელია-გახარია ვიხილოთ

შეცვლის თუ არა არჩევნების ბედს თბილისის მერობის ბრძოლის ავანსცენაზე ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას გამოჩენა, მოსალოდნელია თუ არა დედაქალაქში მეორე ტური და ვის შორის, რა გავლენას მოახდენს „ქართული ოცნების“ ლიდერის ანტიდასავლური განცხადები არჩევნების შედეგებზე  - ამ საკითხებზე Front News-ს "რესპუბლიკური პარტიის" ყოფილი წევრი დავით ზურაბიშვილი ესაუბრა.

- რას შეცვლის გახარიას შემოსვლა თბილისის მერობისათვის ბრძოლაში და როგორ აისახება ეს ზოგადად  არჩევნების ბედზე?

- ეს სერიოზულ ინტრიგას სძენს არჩევნებს. გახარიას პარტიამ გამოჩენისთანავე შექმნა განცდა, რომ ორი დაპირისპირებული პოლიტიკური ძალის გარდა, შესაძლოა, გამოჩნდეს ვიღაც მესამე. ის აღმოჩნდა ორმხრივი დარტყმის ქვეშ, როგორც ხელისუფლების, ასევე მთავარი ოპოზიციური ძალების მხრიდან, თუმცა ეს მის სასარგებლოდ მუშაობს. მისი კანდიდატურის დასახელება თბილისის მერის არჩევნებში, ჩემი აზრით,  მოსალოდნელი იყო, რადგან, თუ გინდა პარტიამ მეტი ხმები აიღოს, არჩევნებში მისი ლიდერიც ჩართული უნდა იყოს. პირველ ადგილზე გავა ის, მეორეზე თუ მესამეზე, ამას ვნახავთ, მაგრამ სამეულში რომ იქნება,  ეს ცხადია. 

- როგორ ფიქრობთ, იქნება თუ არა მეორე ტური და ვის აქვს შანსი  გადავიდეს?

- სამივეს აქვს შანსი,  შესაძლებელია მეორე ტურში ვიხილოთ კალაძე-მელია, შესაძლებელია ასევე კალაძე-გახარია და არ არის გამორიცხული სხვათაშორის, მელია-გახარია, რადგან ძირითდად, გახარია აკლებს ხმებს „ქართულ ოცნებას“, ამიტომ სამივე ვარიანტი შესაძლებელია. 

- „ქართული ოცნების“ მიერ  ევროპულ ფულსა და ვალდებულებებზე უარის თქმა და ამის  შემდეგ  „ნაციონალური მოძრაობის“  მიერ დეკლარირებული ევროპული არჩევანი და  შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა რამდენად თვალსაჩინოდ ხდის ამ ორი ძალის პოლიტიკურ  ვექტორს და  მოახდენს თუ არა  ეს გავლენას არჩევნების შედეგებზე?

- არ მგონია, დიდად შეცვალოს რამე. მე საერთოდ არ მგონია, რომ „ქართული ოცნების“ ორიენტირი რუსეთი არის, ამ ხელისუფლების ორიენტირი არის ძალაუფლების შენარჩუნება. რაშიც ევროპა და დასავლეთი ხელს უშლის, ამიტომ ყველანაირად ცდილობენ საკუთარი ძალაუფლება განიმტკიცონ. ამას იმიტომ არ აკეთებენ, რომ რუსეთი უნდათ, მაგრამ რასაც აკეთებენ,  ეს აწყობს რუსეთს და ამით საფრთხეს უქმნიან ჩვენს ევროპულ მომავალს.

- ეს ამომრჩეველზე არ ახდენს გავლენას?

- რასაკვირველია, მაგრამ „ოცნება“ ასეთია და ეს კარგა ხანია, რაც თვალნათელია.  თუმცა ბოლოს რაც გააკეთეს, ეს ანტიდასავლური ნაბიჯებია პირდაპირ -  ვალდებულებზე უარის თქმა, შეთანხმებიდან გამოსვლა, შემდეგ ბელარუსის კგბ-სთან თანამშრომლობის გაბმა, შემდეგ ეს განცხადებები, რომ რად მინდა  ევროპის ფულიო, პრემიერ-მინისტრის აბსოლუტურად არაკვალიფიციური და არაკორექტული განცხადებები.  ამან, წესით, გავლენა უნდა იქონიოს არჩევნების შედეგებზე, რადგან ქართველი ამომრჩევლის 80%, მათ შორის „ქართული ოცნების“ ამომრჩევლის უმრავლესობა არის პროდასავლური და საკუთარ თავს ხედავს პროდასავლურ სივრცეში და ასეთი ანტიდასავლური   ნაბიჯები, რომელსაც ხელისუფლება დგამს, რა თქმა უნდა, აისახება მოსახლეობის განწყობაზე. 

- რაც შეეხება  „ნაციონალური მოძრაობის“ ნაბიჯს, რომ ხელი მოეწერა შარლ მიშელის შეთანხმებას, რითაც ხაზი გაუსვა ერთგულებას  ევროპული ღირებულებებისადმი, რა შედეგს გამოიღებს ეს?

- სწორი ნაბიჯია, თუმცა დაგვიანებული. უმჯობესი იყო, თავის დროზე მოეწერათ ხელი, თუმცა ამ შემთხვევაშიც სწორი გადაწყვეტილება არის.  43-პროცენტიან რეფერენდუმზე ლაპარაკობდნენ და თვითონ არ ცნობდნენ იმ დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც ამას აცხადებდენ, ეს ცოტა უცნაური იყო, ამდენად ეს გადაწყვეტილება სწორია.  

ირინა მაკარიძე

Front News

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები