სოსო არჩვაძე - დღემდე ძალაშია პოსტკუპონურ პერიოდის ინფლაციის რეკორდი, რომელიც დამყარდა 2006 წლის ივლისში - 14.5 %

„ინფლაციამ რომ 2021 წლის აგვისტოში 12.8 პროცენტი შეადგინა, ამას თავისი ახსნა აქვს. თუმცა სიტუაციის ისე წარმოჩენა თითქოს ადგილი აქვს „ჯერ არნახულ, ჯერ არგაგონილ“ ინფლაციის დონეს, ნამდვილად არ იქნება სწორი,“ - ასე გამოეხმაურა ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე აგვისტოს  ინფლაციის მაჩვენებელს. 

„კუპონის პერიოდს რომ თავი დავანებოთ, როდესაც ყოველთვიური (და არა წლიური!) ინფლაციის მაჩვენებელი 50 პროცენტს აღემატებოდა, უკვე ქართული ლარის პირობებში, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნისას, არაერთგზის ყოფილა ორნიშნა ინფლაცია: 1996 წ. დეკემბერში - 13.8%, 2010 წლის დეკემბერში - 11.2%, 2007 წ. – 11.0%... ორნიშნა ინფლაცია იყო 2006 წლის 12 თვიდან 6 თვეში, 2007 წელს, შესაბამისად, 5 თვეში, 2008 წელს - 8, 2010 წელს - 2 და 2011 წელს - 6 თვეში. უფრო მეტიც, დღემდე ძალაშია პოსტკუპონურ პერიოდისათვის ინფლაციის რეკორდი, რომელიც დამყარდა 2006 წლის ივლისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით - 14.5 პროცენტი,“ - განაცხადა ექსპერტმა. 

სოსო არჩვაძის შეფასებით, 2021 წლის აგვისტოში მაღალი ინფლაციის გამოწვევი ძირითადი მიზეზებია:

ა) გლობალურ ბაზრებზე სასოფლო-სამეურნეო წარმომავლობის პროდუქციაზე ფასების ზრდა. - საქართველო დიდწილად იმპორტდამოკიდებული რჩება, მათ შორის მარცვლეულზე, რომლის მსოფლიო ფასები ბოლო 12 თვის მანძილზე 1.3-ჯერ და მეტად გაიზარდა, შაქარზე, შესაბამისად - 1.5-ჯერ, ხოლო ზეთზე - თითქმის 1.6-ჯერ;

ბ) ფასების ზრდა ნავთობპროდუქტებზე. – ნავთობის მსოფლიო ფასმა ერთ წელიწადში 1.6-ჯერ მოიმატა, რის გამოც იმავე რაოდენობის ნავთობპროდუქტების იმპორტი ქართულ მხარეს თითქმის 200 მლნ. აშშ დოლარით უფრო ძვირი დაუჯდა;

გ) გადაზიდვების ხარჯების, მათ შორის სატრანსპორტო საშუალებების ფრახტისა და კონტეინერების ფასის ზრდა (მხოლოდ კონტეინერების ფრახტი 2020 წლის აგვისტოს შემდეგ გაძვირდა 5.3-ჯერ).

დ) შრომის ბაზრის კონიუნქტურის გაუმჯობესებამ, ახალი სამუშაო ადგილების შექმნამ და მანამდე დროებით შეჩერებული სამუშაო ადგილების აღდგენამ ეროვნულ მეურნეობაში გაზარდა დასაქმებულთა რაოდენობა, მათ შორის მხოლოდ მეორე კვარტალში პირველ კვარტალთან შედარებით 85 ათასი კაცით, რამაც მოსახლეობის შემოსავლები რამდენიმე ასეული მილიონი ლარით გაზარდა. დასაქმებისა და შემოსავლების ზრდამ ობიექტურად გამოიწვია ერთობლივი მოთხოვნის ზრდა.

„შედეგად, ინფლაციის დაახლოებით 60-65 პროცენტი - მსოფლიო ბაზრებზე ხსენებული გაძვირების ფაქტორებითაა გამოწვეული, 35-40 პროცენტი კი - საქართველოს მოსახლეობის ერთობლივი მოთხოვნის ზრდით. ქვეყნის ეკონომიკისა და ბიზნესის აღმავალი ხასიათი, იმპორტჩანაცვლების პოლიტიკის გააქტიურება, სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესის ხელშეწყობის მსხვილმასშტაბიანი პროექტები ქმნიან იმის რეალურ წინაპირობას, რომ ინფლაციის მაჩვენებელი თანდათან შემცირდეს და ეტაპობრივად დაუბრუნდეს საშუალოვადიან მიზნობრივ მაჩვენებელს,“ - წერს  სოსო არჩვაძე  საკუთარ ფეისბუქ  გვერდზე.

მსგავსი სიახლეები