თავდამსხმელი მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ სავარაუდოდ, ნახევარ მილიონ ლარს ითხოვს

არსებული ინფორმაციით, ყვარელში, "საქართველოს ბანკში" შეჭრილი შეიარაღებული მამაკაცი მძევლების სანაცვლოდ ნახევარ მილიონ ლარს ითხოვს.

შენობაში სავარაუდოდ, 15-მდე პირი იმყოფება, მათ შორის ბანკის თანამშრომლები და მომხმარებლები.

თვითმხილველების თქმით, "საქართველოს ბანკის" ფილიალის შენობის დატოვება ამ დროისთვის იქ მყოფმა რამდენიმე ადამიანმა მოახერხა. ისინი დაკითხვაზე არიან გადაყვანილი.

ასევე თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელი ხელყუმბარით არის შეიარაღებული.

შეიარაღებული პირი შენობაში დაახლოებით ერთი საათის წინ შეიჭრა. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები