მმართველი გუნდის წევრი, საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი ზაზა გაბუნია მექსიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩად დაინიშნა, – ინფორმაციას ზაზა გაბუნია ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, ის ასევე იქნება საქართველოს დიპოლომატიური წარმომადგენელი დომინიკის თანამეგობრობაში, დომინიკის რესპუბლიკაში, გვატემალის რესპუბლიკაში, ჰონდურასის რეპუბლიკაში, იამაიკაში, ბელიზში, პანამის რესპუბლიკასა და კოსტა-რიკის რესპუბლიკაში (ქ. მეხიკო).
საგარეო საქმეთა სამინისტროს აღნიშნულის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ გაუვრცელებია.