Apple-მ Iphone 13 წარადგინა

Apple-მ Iphone 13 წარადგინა

Apple-მ პრეზენტაციაზე - Iphone 13 Pro Max, Iphone 13 Pro, Iphone 13 Mini წარადგინა.

iPhone 13-ს ინტერფეისში საინტერესო ცვლილებები – ახალი XDR ეკრანი ადაპტირებული 120hz სიჩაქარით, რომელიც დამზადებულია LTPO მეთოდით. ამას ემატება 1200 ნიტი – სიკაშკაშის საზომი ერთეული, რაც მედია ფაილებს მეტ სიკაშკაშეს, სინათლეს ანიჭებს და ეს ყველაფერი ხდის ეკრანს ბევრად უფრო სწრაფს და რეაგირებადს. იგი ვიზუალურად წინამორბედ მოდელს ჰგავს, თუმცა ეკრანის კანტები 20% უფრო შემცირებულია. ახალი სმარტფონი უფრო მტკიცეა ნებისმიერი სახის დაზიანების მიმართ. იმის გათვალისწინებით რომ ბევრად უფრო ნათელი და სწრაფი ეკრანი ვიხილეთ აღსანიშნავია, რომ ელემენტიც გაუმჯობესებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი iPhone-ები 1.5 -  2.5 საათით უფრო დიდხანს ძლებს, ვიდრე მისი წინა მოდელი. (დამოკიდებულია მოდელზე იქნება ის Pro თუ Pro Max)

რაც შეეხება კამერას, დიზაინის მხრივ ოდნავი ცვლილება შეიმჩნევა, რაც გამოიხატება კამერების ადგილმდებარეობაში, ასევე ბევრად უფრო გადიდებულია კუნძული, რომელზეც უშუალოდ კამერებია განლაგებული. iPhone 13 და iPhone 13 Mini-ში ვხვდებით ორ კამერას, ორივე 12 მეგაპიქსელით, ბევრად უფრო დიდი სენსორით და განახლებული კადრის სტაბილიზაციით, ხოლო რაც შეეხება iPhone 13 Pro და iPhone 13 Pro Max. აქ ვხვდებით სამ კამერას Ultra Wide, Wide, and Telephoto, თითოეული მათგანი ისეთ ასპექტებს უზრუნველყოფს, როგორიცაა ახლო ფოკუსი, დაბალი განათებისას მაღალი ხარისხის გამოსახულების მიღება და გაფართოება. სამივე კამერას აქვს ღამის რეჟიმი და ასევე შესაძლებელია Macro ფოტოების გადაღება.

ახალ მოდელს ასევე ახალი განახლებაც მოყვა ვიდეოების რეჟიმზე, რომელმაც დიდი ყურადღება დაიმსახურა. ახალ სმარტფონს გააჩნია ე.წ. Cinematic Mode, რაც ნამდვილად სასიხარულო ამბავს წარმოადგენს. Cinematic Mode-ში თავმოყრილია ფოკუსირების სიახლეები, ასევე ახალი AI ტექნოლოგია, რომელიც აღიქვამს გარემოს, განათებას, ჩრდილებს - როგორც ონლაინ პრეზენტაციაზე იქნა ნაჩვენები, მისი მეშვეობით, შთამბეჭდავი კინო-კადრების გადაღებაა შესაძლებელი. აღსანიშნავი დეტალია ასევე გადაღების დროს უკანა ფონის დაბურვა, დაბინდვა. გადაღების დროს, როდესაც მოვნიშნავთ ადამიანს, რომელზეც გასწორებულია ფოკუსი, მაშინ მისი უკან არსებული სირვცე ოდნავ იბინდება, მაგრამ ყველაფერი აქ არ სრულდება, როდესაც სუბიექტი უკან მიიხედავს ან თუნდაც რაიმესკენ ანიშნებს უკანა ფონზე, ტელეფონი ხვდება რომ ფონის დაბინდვა საჭირო აღარ არის და წინა პლანზე სოწორედ უკანა ფონს წევს.

Cinematic Mode-ის გარდა, iPhone 13 ProRes-ის მხარდაჭერასა და პორტრეტის რეჟიმის ვიდეოში გამოყენების საშუალებასაც გვაძლევს 4K 30FPS ხარისხით, მაგრამ ამისთვის უნდა შეიძინოთ 128GB Pro სერიის iPhone.

რა თქმა უნდა, ამხელა დატვირთვას ტელეფონმა რომ გაუძლოს, აუცილებლად კარგი სისტემა უნდა ჰქოდეს, სწორედ ამიტომ ახალ ფლაგმანებში, ახალ A15 Bionic ჩიპს ვხვდებით, 5 ბირთვიანს GPU Pro სეირებში, ხოლო 4 ბირთვიანს ჩვეულებრივში. რაც შეეხება გარე მატერიალებს ყველაფერი თითქმის იგივეა გარდა იმისა, რომ ახალი iPhone-ები შედარებით უფრო მძიმე და ცოტათი სქელია.

ფასებს რაც შეეხება:

699$ - 128GB iPhone 13 Mini

799$ - 128GB iPhone 13

999$  - 128 GB iPhone 13 Pro

1099$  - 128GB iPhone 13 Pro Max

1599$  - 1TB მაქსიმუმი შესაძლებლობების iPhone 13 Pro Max

მსგავსი სიახლეები